დაბრუნების პოლიტიკა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება.
Fridaonline.ge-ის გუნდის მიზანია შემოთავაზებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.
დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.
ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა:
- ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, წინასწარ გვაცნობოთ ამის შესახებ ელ-ფოსტით: Hello@fridaonline.ge
- დაბრუნებამდე Fridaonline.ge უნდა აცნობოთ ნივთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს ნივთისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ელ. ფოსტის მისამართზე: hello@fridaonline.ge)
- პროდუქტი დაბრუნების დროს უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში და მას თან უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნივთი ( იარლიყი, ქისა, მუყაოს ჩანთა და ა.შ)
- თუ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნივთი და დოკუმენტი კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და, შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.
- პროდუქტის ღირებულება უდრის ან აღემატება 30 ლარს. ნაკლები ღირებულების პროდუქტის დაბრუნება არ ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნების მოთხოვნა?
“მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მომხმარებელს უფლება აქვს დისტანციურად (ონლაინ) ნივთის შეძენის შემთხვევაში უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უკან დაუბრუნოს პროდუქტი მოვაჭრეს, პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.
პროდუქტის დაბრუნებას უზრუნველყოფს შპს ‘ფრიდა დიზაინი’ ქვემოთ მოცემულ ვადებში.
რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?
- თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
- დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის,
- ხოლო მაღალმთიან რეგიონში 7-10 სამუშაო დღის ვადაში.
- მომხმარებელს სურვილისამებრ შეუძლია თავად დააბრუნოს პროდუქტი გამოგზავნი საწყობის მისამართზე განაცხადის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში. დაბრუნების განაცხადის დაფიქსირების და მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების ვადა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ 14 დღიან დაბრუნების ვადას.
ღირებულების ანაზღაურება და ვადები:
Fridaonline.ge ნივთის უკან დაბრუნების და გადამოწმების შემდეგ, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.
ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან 14 დღის ვადაში.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პროდუქტში გადახდილი თანხა ანაზღაურდება სრულად გარდა ტრანსპორტირების ისეთი ღირებულებისა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან ჩვენ მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ საბანკო ანგარიშზე დაბრუნების გზით:
- საბარათე ტრანზაქციის შემთხვევაში ბარათზე უკუგატარებით,
- საბანკო გადმორიცხვის შემთხვევაში იგივე საბანკო ანგარიშზე დაბრუნებით, რომლიდანაც მოხდა ტრანზაქცია,