წესები და პირობები
წინამდებარე შეტყობინება არის, fridaonline.ge -ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე შეტყობინება არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს “ფრიდა დიზაინს” შორის. Შპს “ფრიდა დიზაინი” ( ს.ნ 416382667) იურიდიული მისამართია ქ. რუსთავი, მესხიშვილის 11-82
ფრიდა დიზაინის ონლაინ მაღაზიაში განხორციელებული ყველა შეკვეთა რეგულირდება დებულებებში მოცემული წესებისა და საბანკო პირობების მიხედვით.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ განსაზღვრული წესები და პირობები. ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ ყველა წესსა და პირობას.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
თუ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ წესებით. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ, ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.
Მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე შეტყობინებაში მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
-
Fridaonline.ge : (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ფრიდა დიზაინი“, საიდენტიფიკაციო კოდი 416382667,იურიდიული მისამართი, ქ. რუსთავი, მესხიშვილის 11 - 82.
- ონლაინ მაღაზია : ნიშნავს, Fridaonline.ge - რომლის მეშვეობითაც ხდება პროდუქტის გაყიდვა ან/და მომსახურების შეთავაზება/განხორციელება;
- მომხმარებელი : ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც 18 წელს მიღწეულია(ქმედუნარიანი), რომელსაც სურს შეიძინოს fridaonline.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
- რეგისტრაცია : ნიშნავს მომხმარებლის მიერ "ფრიდა დიზაინის" ვებ-გვერდზე ანგარიშის შექმნას, პროდუქტის შესყიდვისთვის.
- შპს ლოჯისტიქსვაიზ - კომპანია, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელებს მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდებას.
რეგისტრაცია
რეგისტრაციის დროს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
fridaonline.ge ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია. Საჭიროა, სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითება:
- სახელი/გვარი
- მისამართი
- ელექტრონული ფოსტა
- სისტემაში შესასვლელი პაროლი
- საკონტაქტო ნომერი
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
- მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი და გვარი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.
- შესყიდვის პროცესის დასასრულს თქვენ ეთანხმებით, რომ გადაიხადოთ შეკვეთილი პროდუქტ(ებ)ის და გადაზიდვის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- თქვენ უნდა წარმოადგინოთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია. არაზუსტი ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება გახდეს შეკვეთის გაუქმების მიზეზი. ჩვენი მხრიდან თქვენი შეკვეთის დადასტურებამდე ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.
- ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის პროდუქტის შეზღუდული რაოდენობით არსებობისა და ფასებთან დაკავშირებული უზუსტობების გამო, რათა თავიდან ავიცილოთ შეცდომები და ანგარიშის ბოროტად გამოყენების საკითხი.
პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი კომპანია - შპს ლოჯისტიქსვაიზ ( ს.ნ. 405416410 ) მისამართი - ქსნის ქ. N36
Fridaonline.ge -ი შეკვეთილი პროდუქტის ჩაბარების მიზნით, შპს ლოჯისტიქსვაიზ -ს მიაწვდის პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას
შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია სამუშაო საათებში:
მიტანის სერვისი ხორციელდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.
თბილისი : 11:00 საათამდე მიღებული შეკვეთები, ბარდება იმავე დღეს. 11:00 საათის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება, მომდევნო სამუშაო დღეს.
რეგიონი : 11:00 საათამდე მიღებული შეკვეთები, ბარდება 3/4 სამუშაო დღის ვადაში.
მომხმარებელს შეკვეთის თავად გატანა შეუძლია სამუშაო დღეებში 17:00 საათამდე. შაბათ-კვირას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ საერთო დასვენების დღეებში შეკვეთის მისამართიდან გატანის სერვისი არ მუშაობს.
მისამართი : ქსნის ქუჩა N 36
პროდუქციის/შეკვეთის ჩაბარება ან/და გატანა უფასოა.
გთხოვთ გადაამოწმოთ, რომ თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები არის ზუსტი, რათა არ დაყოვნდეს შეკვეთის ჩაბარება.
თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართი არასწორია ან/და ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება შეძენილი ნივთი დაუბრუნდება კომპანიას და Fridadesign.shop აღარ განახორციელებს ხელმეორედ პროდუქტის ტრანსპორტირებას, სანამ მომხარებლის მხრიდან არ განხორციელდება ხელახალი მოთხოვნა/ ინფორმაციის დაზუსტება.
შეკვეთის ხელახალი ტრანსპორტირება, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიზეზით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს დამატებით ღირებულებასთან კომპანიის პოლიტიკის მიხედვით.
მარკეტინგი
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის და ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.
საავტორო უფლებები
Fridaonline.ge -ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის შპს “ფრიდა დიზაინს”
Fridaonline.ge პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას Fridaonline.ge-ს საავტორო უფლებები.
დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
Fridaonline.ge პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.
ცვლილებები სერვისში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.
დასტური/თანხმობა
ჩვენი სერვისით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებს და პირობებს და ეთანხმებით მათ.