ჩაბარების პოლიტიკა
პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი კომპანიები:
შპს ლოჯისტიქსვაიზ (ს.ნ. 405416410), მისამართი — ქსნის N36
შპს ვისთორი (ს.ნ. 405637565), მისამართი — ელ. ამაშუკელის 23
შპს ფრიდა დიზაინი შეკვეთილი პროდუქტის ჩაბარების მიზნით, შპს ლოჯისტიქსვაიზს და შპს ვისთორს გადასცემს მომხმარებლის პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას მხოლოდ შეკვეთის შესრულების მიზნით და მოქმედი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
მიტანის სერვისი ხორციელდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.
შეკვეთის ჩაბარება ხდება მისი ღირებულების სრულად დაფარვის საფუძველზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამინდის პირობების, გზების გადაკეტვის, გადატვირთული სეზონის (განსაკუთრებით საახალწლო პერიოდის) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევაში, ჩაბარების ვადები შესაძლოა შეიცვალოს.
შეკვეთის ჩაბარების სტანდარტული ვადები:
თბილისი:
11:00 საათამდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე სამუშაო დღეს 22:00-მდე.
11:00 საათის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მომდევნო სამუშაო დღეს 22:00-მდე.
რეგიონი:
ქალაქებსა და სოფლებში ჩაბარება ხდება 2–3 სამუშაო დღის ვადაში 19:00-მდე.
მაღალმთიან რეგიონებში — 5 სამუშაო დღის ვადაში 19:00-მდე.
ექსპრეს ჩაბარება ბოლტ სენდის მეშვეობით:
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის შეკვეთებისთვის.
ექსპრეს ჩაბარების მოთხოვნა შესაძლებელია ვებგვერდის ლაივ ჩატის ან სოციალური ქსელების მესინჯერში მოწერით.
ჩაბარების ტარიფი განისაზღვრება პროდუქტ(ებ)ის შესაბამისი საწყობის მისამართიდან მომხმარებლის მისამართამდე იმ წუთის მდგომარეობით.
ექსპრეს ჩაბარების მოთხოვნა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00–18:00-მდე, შაბათს 10:00–13:00-მდე.
ჩაბარება ხდება მოთხოვნის დადასტურებიდან 3 საათის განმავლობაში.
ექსპრეს ჩაბარების ღირებულების გადახდა ხდება შპს ფრიდა დიზაინის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით მოთხოვნის დადასტურებისთანავე.
ექსპრეს ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შეკვეთებისთვის, რომლის საფასურიც სრულად გადახდილია.
ამ მეთოდით სარგებლობისას მომხმარებელი შეკვეთას იბარებს მძღოლისგან ნაცვლად კურიერისა, რითაც თანხმობას აცხადებს, რომ გააკონტროლებს მიღებულ live tracking ბმულს, უპასუხებს დროულად მძღოლის ზარს და დახვდება მას ეზოში, მანქანისთვის მისადგომ ადგილზე.
ექსპრეს ჩაბარებით სარგებლობისას პროდუქტის შეცვლის/დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას საწყობამდე.
საწყობიდან გატანა:
მომხმარებელს შეკვეთის თავად გატანა შეუძლია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00–18:00 შუალედში, შაბათს 10:00–13:00-მდე.
კვირას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ საერთო დასვენების დღეებში შეკვეთის გატანის სერვისი არ მუშაობს.
პროდუქტის შეცვლა ან დაბრუნება ხორციელდება შპს ფრიდა დიზაინის დაბრუნებისა პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე ცალკე სექციაში.
ყველა შეკვეთილი პროდუქტი ბარდება ინდივიდუალური სასაჩუქრე შეფუთვით.