
აბრეშუმი არის არა მხოლოდ ქსოვილი, არამედ შეგრძნება—სიმსუბუქე, ნაზი შეხება, მდიდრული დეტალი, რომელიც ყოველთვის მოდაშია.
ის არ არის მხოლოდ პოდიუმებისა და ძვირადღირებული ბრენდების ექსკლუზივი—აბრეშუმი თანაბრად ერგება როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ქალს, რომელიც აფასებს კომფორტს, სტილს და საკუთარ თავზე ზრუნვას.
აბრეშუმის საძილე ნიღაბი: ყოველდღიური ფუფუნება
დღეს, როცა ყველა სილამაზესა და კანის მოვლაზე ფიქრობს, აბრეშუმის საძილე ნიღაბი ახალი აუცილებელი აქსესუარია.
ფრიდას 'აბრეშუმის კოლექციაში' წარმოგიდგენთ პრემიუმ ხარისხის საძილე ნიღბებს, რომლებიც გარდა იმისა, რომ გამოირჩევა სახასიათო ვიზუალით, პრაქტიკულად გამოსადეგი აქსესუარებია:
💫 იცავს კანს და თმას – ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას, არ აშრობს კანს და იცავს თმას დაზიანებისგან.
19 MM აბრეშუმის ორმხრივი საძილე ნიღბები |
💫 აჩენს ძილის ახალი გამოცდილებას – ჰაეროვანი და მსუბუქი, კომფორტული და სასიამოვნო შეხებით.
💫 თითქოს მცირე დეტალია, თუმცა ძილის ხარისხი პირდაპირ აისახება სილამაზესა და განწყობაზე.
Fierce 19MM აბრეშუმის ორმხრივი საძილე ნიღაბი |
აბრეშუმის შარფი: კლასიკა, რომელიც ხელახლა იბადება

თუ არსებობს აქსესუარი, რომელიც ყველაზე ელეგანტურ ქალებს აერთიანებს, ეს აბრეშუმის შარფია. მას იყენებენ ქალები, რომლებიც დილიდან საღამომდე მოძრაობენ, მაგრამ ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურებიან.
შარფები ჩვენ კოლექციაში მრავალფუნქციური აქსესუარებია:
💫 თმის, ყელის, ჩანთის ან მაჯის დეკორი – ერთი შარფით ბევრი განსხვავებული დეტალი იცვლება.
Canvas Charm |
💫 მსუბუქი, მაგრამ ეფექტური – მატებს ელეგანტურობას ყოველ ნაბიჯზე.
💫 უბრანული სტილის სრულყოფილი დეტალი – იდეალურია როგორც ოფისისთვის, ისე საღამოს გასასვლელად.
Frida-ს აბრეშუმის კოლექცია: შენთვის შექმნილი
ჩვენი ახალი კოლექცია არ არის მხოლოდ მოდის ტრენდი—ეს შეგრძნებაა. ეს არის პატარა ფუფუნება, რომელიც გეხმარება იყო შენი საუკეთესო ვერსია—სახლში, საქმიანი შეხვედრების დროს, მოგზაურობაში, ნებისმიერ ვითარებაში.
აბრეშუმი ყოველთვის იყო და იქნება არჩევანი მათთვის, ვინც საკუთარ თავზე ზრუნვას სტილის გარეშე ვერ ხედავს.
შეიძინე აბრეშუმის აქსესუარები აქ საკუთარი თავისთვის ან ელეგანტურ საჩუქრად, რომელიც გაუძლებს დროს და მოიგებს ნებისმიერის გულს: https://fridaonline.ge/collections/silk-collection