
რა ვაჩუქო დედას?
ოჰ რავიცი, ძალიან რთულია. ყველაფერზე ამბობს, რად გინდოდაო.
თან ვერ ვიგებ, როდის იცმევს ან იკეთებს ამ ჩემ ნაჩუქარს. უცბად სადმე გადაღებულ ფოტოებში ამომიგდებს და გამიხარდება ხოლმე, თვითონ კი არ მეტყვის.
ამიტომ, საკმაოდ რთულია და ახლა რომ ვფიქრობ, ვაჩუქებ ალბათ საყურეს - ძალიან მყვირალას არა, თუმცა მაინც თამამს.
იმ იშვიათ საღამოს, როცა სადმე წავა, გაიკეთებს და
კომპლიმენტის საპასუხოდ იტყვის:“ჰო, ჩემმა შვილმა მაჩუქა”. დააყოლებს მერე: “ჩვენი ახალგაზრდობისას ჰგავს, არა?”
ოდნავ გაიღიმებს და გულში კმაყოფილი იქნება.
(ოქროსფერი, რეტრო საყურეების სელექცია ნახე აქ: https://cutt.ly/5rrlSPyO )
რას ვაჩუქებ ბავშვობის მეგობარს?
იმას, ვისაც 2-3 თვეში ერთხელ ძლივს ვნახულობ, თუმცა სულ ხაზზე ვართ.
რას ვაჩუქებ გოგოს, რომელმაც ყოველთვის იცის, სად კეთდება კარგი ყავა, თუმცა წარმოდგენა არ აქვს არც მოდის ტრენდებზე და სასეირნოდ გასვლისას სულ ერთიდაიგივე სპორტული კომპლექტი აცვია.
ისე გამოვა, რომ არ ვიცი, რა უყვარს, რაც ფაქტობრივი უზუსტობაა, ამიტომ ავარჩევ ბროშს და ვეტყვი, რომ სხვა თუ არაფერი, ქალს პიჯაკზე მაინც უნდა ჰქონდეს რაიმე ყურადღებამისაქცევი აქსესუარი.
(მზესუმზირის, ლიმნის, პეპლების, კიბორჩხალის ბროშები ნახე აქ: https://fridadesign.shop/ka/collections/brooches )
აჰა, ესეც დავამატე კალათში.
ჩემი აზრით, გამხიარულდება მაინც და აუცილებლად გაიკეთებს. არაა გამორიცხული, საერთოდ ლეპტოპის ჩანთაზე მიამაგროს და ამ გზით მის მუდმივ ატრიბუტიკაში დავრჩები. მშვენიერი!
რას ვაჩუქებ მეგობარს, რომლის სტილიც სულ მხიბლავს?
რა გაუხარდება გოგოს, რომელსაც ისედაც თავზე საყრელად აქვს ყველა ფერის და სტილის აქსესუარი და როცა სამეგობრო ქალაქიდან ერთად გავდივართ, გასაზიარებლადაც მოაქვს, რომ ჩვენ გვერდით საღამოს გატარების არ შერცხვეს :დ
კარგი, ეს გადაჭარბებაა, მაისურები წამოუღია, კაბაც, კი ბატონო, მაგრამ საყურე წამოეღოს ექსტრად, ნამდვილად არ მახსოვს.
რაც არ უნდა იყოს, რას ვაჩუქებ და სათვალეს!
სათვალეებიც ხომ აქვს, მაგრამ სეზონზე მუდმივად ანახლებს ხოლმე და პრინციპში, საკმარისია, ერთი ზაფხულის ფავორიტი რომ ავურჩიო.
ასეთი არ ექნება:
(სხვადასხვა სტილის და ფერის სათვალეების კოლექციას იპოვი აქ: https://fridadesign.shop/ka/collections/sunglasses )
მოეწონება კი - ეს ყვითელი მგონი ყველაზე მეტად. თან ყვითელი უყვარს.
აუ, გადასარევი! ესეც დავამატე.
ექსტრავაგანტული სტილი? ვნახოთ, რა გვაქვს
რა გაუხარდება ამ ხუჭუჭათმიან ექსტრავაგანტულ ქალს, რომელსაც ერთი შეთანხმებული სტილი არ აქვს, თუმცა ყველა კორპორატიულისა და კონფერენციის შემდგომი წვეულებისთვის ახალ-ახალ კაბას ყიდულობს?
ჰმ, მისთვის ავარჩევ ყელსაბამს და ერთგვარი ხუმრობაც იქნება, თუმცა არ მიწყენს ნამდვილად.
ხუმრობა კიდევ იმიტომ იქნება, რომ შეხვედრებზე ხაზგასმით კონსერვატიული სტილის მიღმა, ამის გაგრძელებად გამართულ საღამოებზე საკმაოდ გამომწვევი დეკოლტეთი გვამახსოვრდება ხოლმე.
შავ კაბას ამოღებული გულით ეს ყელსაბამი დახატავს!
დიახაც
(Crabclaw ნახე აქ: https://fridadesign.shop/ka/collections/necklaces/products/crabclaw-necklace
ან იქნებ ეს, ლურჯსაც მოუხდება და კრემისფერსაც:
( ყელსაბამების კოლექცია განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. დაათვალიერე: ყოველდღიური სტილიდან - წვეულების აქსესუარებამდე. ნახე, რას გთავაზობთ: https://fridadesign.shop/ka/collections/necklaces )
ჰმ, ამ ორიდან ავარჩევ.
კარგი, მოდი, წითელი - ხვეულ, დაუმორჩილებელ თმებს და ეს ვეფხვის პრინტით - მე.
მეც ხომ მინდა საჩუქარი
მინდა კი. ორივე კალათში დავამატე.
საკუთარი თავისთვის ბეჭდის ყიდვას ვფიქრობდი, არადა. რომელი?
(ბეჭდების კოლექციაში ფერად და სხვადასხვა ზომის მოდელებს იპოვი: https://fridadesign.shop/ka/collections/rings)
ღმერთო ჩემო, ის ბეჭედი თვალსა და ხელს შუა გამეყიდა. არა, კაი მოდი, მაინც ყელსაბამი.
წითელი ტუჩსაცხი პიროვნების მუდმივ პორტრეტში?
ვინ დამრჩა? ვინ და ოუ, გოგო წითელი ტუჩსაცხით და წარუმატებელი სასიყვარულო ისტორიებით.
კაი, ეს სასაცილო არ არის, პირიქით სევდიანი ფაქტია. ამიტომ, მოდი, მისი იყოს საყურეები გულებით. ვიცი, გაუხარდება.
ბეჭედი რაიმე კონტექსტის მატარებელ განაცხადად გამოჩნდება, საყურეები კი ნამდვილად შეავსებს წითელ ტუჩებს, ძირითადად შავ მაისურებსა და წვეტიან დაბალქუსლიან ფეხსაცმელს.
(ყველაფერი წითელი ნახე აქ: https://cutt.ly/lrrziA4E)
კი ბატონო. შესანიშნავი. ავარჩიე. ყველა ჩავყარე კალათში.
ხვალვე მომიტანენ ხო? ორივე მისამართს მივუთითებ, წინაზე - სამსახურში, სულ პირველად კიდევ გვიან დამადგა კურიერი სახლში.
მშვენიერია, ამ შეფუთვებით ყველას ექსკლუზიურობის განცდას შევუქმნი!
ჯამში რამდენია? ჰმ, უი მთლიანობაში რა კარგად დააკლდა. მოიცა, ის ბეჭედიც ხომ არ ვიყიდო? მოდი, ბარემ.
27 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით 200 ლარის ან მეტ შენაძენზე მიიღე 40 ლარიანი ფასდაკლება - ეს შეკვეთის დასრულებისას კალათში პირდაპირ გამოჩნდება. სრული კოლექცია ნახე აქ: https://fridadesign.shop/ka/collections/all-products
როგორები არიან ქალები შენ გარშემო?
ნებისმიერი არა - შენთვის ყველაზე მეტად ძვირფასი ქალები როგორები არიან?
რა ფერები უყვართ?
ზუსტად არ იცი, აქსესუარები გაუხარდებათ თუ არა?
შეიძლება ხმამაღალ განაცხადად ჟღერს და ფიქრობ, რომ ყველაზე არ ზოგადდება, თუმცა მე მაინც ასე ვიცი, რომ ნებისმიერ ქალს უხარია მისთვის არჩეული აქსესუარი და ყვავილები.
ყვავილებზე რა გითხრა, თავად ქუჩაში სათლებში ჩაწყობილს ვყიდულობ ხოლმე ასაკოვანი გამყიდველების ხელებიდან.
აი რაც შეეხება აქსესუარებს - ფრიდაზე კოლექციას ზრუნვით, ფერების და სხვადასხვა სტილის გათვალისწინებით ვარჩევთ.
სასაჩუქრე შეფუთვით ჩაგაბარებთ შენ ან პირდაპირ ადრესატ(ებ)ს და ვიცით, რომ იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.